ნიკოლის მამა, ლეგენდარული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, მის უძვირფასეს ჩელინის ვენერას პარიზის პრესტიჟულ მუზეუმს ათხოვებს. საუბედუროდ ვენერას ეს ქანდაკება ნიკოლის ბაბუის მიერ გაკეთებული ასლია. სანამ ეს ყველაფერი გაირკვევა და ტესტი მის სიყალბეს გამოააშკარავებს, ნიკოლი საიმონ დემოტს შეარჩევს, რომ მილიონ დოლარიანი ქანდაკების მოპარვაში დაეხმაროს.

მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში დაჭრილი ნაცისტი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი მშობლიურ გერმანიაში ბრუნდება და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს უერთდება, რომელთაც სურთ ჩრდილოვანი მთავრობა შექმნან და მოკლან ადოლფ ჰიტლერი. მოვლენების განვითარებისას პოლკოვნიკი ცენტრალური ფიგურა ხდება და სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და პირადად ფიურერის მკვლელობაც მას დაევალება.