ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.

რობერტ დე ნირო ასრულებს ტრევის ბიკლის - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანის როლს, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს.

საიდუმლო მისტიკური ორდენი ალექს ბერნიეს რომში უცნაური მკვლელობების სერიის გამოსაძიებლად აგზავნის. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მატულობს მისტიკური მოვლენები, რომელის სურათს უფრო დამაინტრიგებელს ხდის. თანდათან იხსნება საიდუმლო, რომელსაც ეკლესიაში მალავენ და რომლის შესახებავ არავინ არაფერი იცის.

იზოლაცია, პანიკა... ყველა კოშმარს აქვს დასაწყისი... ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ადამიანის სასტიკი გამოგონების - კუბის ზედამხედველობა ევალება, მის ერთ-ერთ ოთახში, შემთხვევით დატყვევებულ ქალს შენიშნავს, და მიუხედავად დიდი რისკისა გადაწყვიტავს დაეხმაროს მას.