სამეცნიერო ფანტასტიკური ზღაპარი უცხოპლანეტელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე დატოვეს, პატარა ბიჭუნამ იპოვნა და დაიმეგობრა. სტივენ სპილბერგის ეს გულისამაჩუყებელი ფანტასტიკა კომერციულად ყველა დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული ფილმია.
დედამიწელი ასტრონომი კოსმოსიდან კოდირებულ სიგნალს ღებულობს. თანამშრომლებთან ერთად იგი ახერხებს გაშიფროს შეტყობინება, რომელიც შეიცავს უცხოპლანეტელებთან საკონტაქტო აპარატის შექმნის ინსტრუქციებს.
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ,რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.
ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით.ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე,გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი.