ფილმის მთავარი გმირები არიან აფრიკული წინააღმდეგობის ლიდერი ბანტუ და თეთრკანიანი ლონდონელი ჟურნალისტი დონალდი, რომელიც თავდაპირველად მას აკრიტიკებდა, მოგვიანებით კი გაიგო რა ბანტუს ჭეშმარიტი მიზნების შესახებ, დაუმეგობრდა ახალგაზრდა მეამბოხეს.
შოტლანდიის მთები 1700იანი წლები, რობ როი ცდილობს მართოს პატარა ქალაქი და ადგილობრივი დიდებულისგან იღებს სესხს, რათა მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინოს. როდესაც რობს ფულს მოპარავენ, ის იძულებული ხდება რობინ ჰუდივით იცხოვროს, რათა დაიცვას საკუთარი ოჯახი და სახელი.
მეფე ჰენრი VIII და დები ბოლეინების, ანა და მარის ურთიერთობების ისტორია. ორი მშვენიერი და, ორი ბედი და ერთი სიყვარული.
გამოგონილი ისტორია, რომელიც ინსპირირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი ქალი მოჭიდავეების პრომოუთერის ჯეკი კალენის ამბით. ფილმში ასახულია მისი ბრძოლა გადარჩენისთვის და წარმატებები მამრობითი სქესის დომინანტ სპორტში.