პატარა 8 წლის იშან ავატი დანადებიდან განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. მას გაცილებით უჭირს იმის ათვისება დასაც მისი ასაკის ბავშვები მარტივად აკეთებენ. მისი გაგება მშობლებს უჭირთ, როდესაც იშანი მესამე ჯერზეც ვერ ჩააბარებს გამოცდას სკოლაში, მამა დასჯის და სკოლა-ინტერნატში გააგზავნის.
ადვოკატს უჩვეულო შემთხვევა აწყდება: 11 წლის გოგონა მშობლებს უჩივის მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ის ჩასახულია "სინჯ მილში" მხოლოდ იმისთვის, რომ ლეიკემიით დაავადებული დის სიცოცხლე შეინარჩუნოს.
მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.
გოგონას დედა ბრუნდება 15 წლის შემდეგ და აღმოაჩენს, რომ ქალიშვილი ცოლად მის ყოფილ ბოიფრენდს გაჰყვა.
მას შემდეგ რაც იგი მიყრუებულ სპეიდერვიკში გადავიდა საცხოვრებლად დედამისთან, ტყუპ ძმებთან ჯარედ და საიმონ გრეისებთან და მათ დასთან მალორისთან ერთად, მათ ალტერნატიულ სამყაროში ამოყვეს თავი, სადაც ჯადოქრები და სხვადასხვა არსებები ბინადრობენ.
ორი ყველაზე მაგარი ჯაშუშს მსოფლიოში: გრეგორიო კორტესს და ინგრიდს ერთი და იგივე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი - მათ ერთმანეთი უნდა გაენადგურებომათ. მაგრამ პირისპირ შეხვედრას კარგი არაფერი მოუტანია: ისინი დაქორწინდნენ და მიატოვეს თავისი საქმიანობა... რამოდენიმე წლის შემდეგ შვიდი სპეცაგენტის გაუჩინარება აიძულებს მათ კვლავ დაბრუნდნენ თამაშში. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათმა ყოფილმა თანამშრობლებმა, ყველაზე კარგმა პროფესიონალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს გაუჩინარება. კორტესები კვლავ სჭირდება სააგენტოს, რომელსაც უნდა, რომ ჯაშუშებმა ვინმე "თითის" საიდუმლო გახსნას, რომელიც ჯარს ქმნის რობოტი ბავშვებიდან. მაგრამ ისინიც გაუჩინარდებიან... ეხლა კი აგენტების ბედი ბავშვების ხელშია