მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო,სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.

ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.

ჯეკი ლონდონელი განგსტერია.იგი ძმის დასაფლავებაზე ნიუკასლში მიემგზავრება. ჯეკი არ ენდობა თვითმკვლელობის ვერსიას და თავად იწყებს ძმის მკვლელის ძიებას.

ქიმიკოსი–ფარმაცეფტი მაკელროიმ შექმნა ახალი სუპერნარკოტიკი და გადაწყვიტა დიდი კუშის მოხსნა.ჩანაფიქრის შესასრულებლად ის ლივერპულში მიემგზავრება. მისი ბოსი იაშერი უბრძანებს დაკოტას მაკელროის მოკვლას. დაკოტამ კარგად იცის ლივერპული – ეს მისი ყოფილი ბოიფრენდის ფელიქს დესოუზის მშობლიური ქალაქია, რომელიც მაკელროის თანაშემწე იყო. ლივერპული კი უკვე ყურებით დადის. ღამის კლუბის აიკის მეპატრონე, პოლიციის ოფიცერი კეინიც, განგსტერებიც და სკინხედებიც – ყველას სურს ამ ბიზნესზე ხელის შეთბობა. ამ დროს კი მაკელროი და ფელიქსი მყიდველს ეძებენ, რომელიც მზად იქნება მათ 20 მილიონი გადაუხადოს. მაგრამ უღალატებს რომ ფელიქსი მაკელროის? ყველაფერი ცნობილი გახდება წლის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მატჩზე