ჯონ ფაულზის რომანის ეკრანიზაცია. ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ხდება. ჩარლზ სმიტსონი – ახალგაზრდა და მდიდარი ბიოლოგია, რომელიც გოგონაზეა დანიშნული. სარა ვუდარფი – ზნედაცემული ქალია, ყველასგან გარიყული და უარყოფილი. რა უნდა აერთიანებდეთ ამ ორ ადამიანს? მხოლოდ ვნება.

უკვე ერთი თვეა რაც მაიკლს 30 წელი შეუსრულდა. მას ყველაფერი აქვს, რაზედაც ოცნებობდა: საინტერესო სამუშაო, საკუთარი სახლი და საყვარელი გოგონა. მაგრამ ის უკან იხევს როდესაც იგებს, რომ ჯეინი ბავშვს ელოდება. მას გონია, რომ მისი ოცნება იმსხვრევა.

ჟურნალ «ფლეიბოის» მოდელი გოგონა თავის «მამიკოს» შორდება და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადადის საცხოვრებლად, და კურსელ გოგონებს საპირისპირო სქესთან მოქცევას ასწავლის.