ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული "ოსკარი" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები.
ახალგაზრდა სტუდენტებს ტომასს და არვიდს ძალიან მოსწონთ მუსიკა სვინგის სტილში. ეს კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი 1939 წლის ჰამბურგში ცხოვრობენ. ასე, რომ გატაცება მათ შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.
იდეალური ოჯახი. დამათრობელი ბედნიერება. ამდვილი სიყვარული. ამდენი წლის შემდეგ, მაიკლს ეჩვენებოდა, რომ მან ყველაფერი იცოდა ცოლის შესახებ. თუმცა, ალისს რაღაც ისეთი ჰქონდა, რისი თქმაც ვერც კი შეეძლო. თუ ეს საიდუმლო გამჟღავნდება, იდეალური ოჯახი და დამათრობელი ბედნიერება ნანგრევებად გადაიქცევა. მხოლოდ სიყვარული დარჩება. მაგრამ შეძლებს ის გაუძლოს ასეთ გამოცდას?
ადმინისტრატორს იტაცებენ, მის ცოლს კი ევალება თანხის მიტანა.