1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

პედრო და ენტონი ჰიპები არიან, ისინი ლოს ანჯელესში მოხვედრას ცდილობენ,მაგრამ დაბოლების შემდეგ სადღაც მექსიკაში იკარგებიან.

უდაბნოს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი, რომელშიც სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავი მოხვდა. გადარჩა რამდენინე ადამიანი. წყალი და საჭმელი მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ. მობილური დადუმდა, რადიო გადამცემი გაფუჭდა.

ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება.