მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ჰუმბერტ ჰუმბერტი, განქორწინებული ბრიტანელი ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მასწავლებლად პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. აქ იგი თავს უფლებას აძლევს რომანი გააბას სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ბინის მეპატრონე ქვრივთან, შარლოტა ჰეიზთან. ჰუმბერტი შარლოტაზე დაქორწინდება, რადგან მას უიმედოდ შეუყვარდება შარლოტას 14 წლის ქალიშვილი ლოლიტა...

სახიფათო თამაშების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ქეთრინი მისი დედინაცვლის შვილს, სებასტიანს ნიძლავს დაუდებს ზაფხულის ბოლომდე მათი დირექტორის ქალიშვილის ცდუნებაზე. თუ სებასტიანი მოიგებს, მისი ჯილდო ქეთრინთან ღამის გატარებაა. მაგრამ თუ წააგებს მან ქეთრინს უნდა გადასცეს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი მეუღლე კეტრინი ეროტიკული ავანტიურისტები არიან. ორივეს სხვა გატაცება აქვს - მანქანებით. ერთ დღეს ჯეიმსი საშინელ ავარიაში მოჰყვება. კლინიკაში ის ხვდება ამ შემთხვევის მსხვერპლს, ჰელენს და მის მეგობარს ვონს. ასე იწყება ჯეიმსისა და კეტრინის ახალი შეგრძნებების კვლევა: სექსუალური აღგზნება ავარიული მანქანებისა და ტრავმირებული სხეულებისგან.

მადონას გმირს რებეკას ადანაშაულებენ იმაში, რომ ნარკოტიკების და სექსუალური თამაშების დახმარებით მან მდიდარი მამაკაცი - ენდრიუ მარში სიკვდილამდე მიიყვანა. მაგრამ ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც მოხიბლულია რებეკათი, გადაწყვეტს დაიცვას ის.