ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი, წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
ჰიტლერი გასცემს ამაზრზენი ბრძანებას პარიზის დანაღმვის შესახებ და ავალებს გენერალ ფონ ჩოლტიცს, რომ ქალაქი დედამიწის პირიდან წაშალოს. გენერალმა ლეკლერკმა, რომელიც ხელმძღვანელობს ჯავშანტექნიკას, ისევე როგორც საფრანგეთის წინააღმდეგობას, რომელსაც საფრანგეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი - ჩაბან-დელმასი ხელმძღვანელობს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათი მშობლიური ქალაქი განადგურებისგან გადაარჩინოს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ლუიზ დეფონტეინი, საფრანგეთის წინააღმდეგობის წევრი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში გარბის, სადაც მალევე აღმოჩნდება ჩერჩილის მიერ შექმნილ საიდუმლო ორგანიზაციაში SOE. მალე პირველი ამოცანა დგება - ნაცისტური საავადმყოფოდან დაჭრილი ინგლისელი აგენტის გაყვანა, რომელმაც ძალიან ბევრი იცის ნორმანდიაში მოკავშირეების მოსალოდნელი დესანტის შესახებ. ლუიზს ავალებენ ექსკლუზიურად ქალთა გუნდის შეკრებას და ამ შემთხვევაში ყველა საშუალება კარგია: დარწმუნება, ტყუილი და მუქარა.
ჰიტლერს დაკარგული აქვს საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ მან უნდა მოამზადოს მნიშვნელოვანი სიტყვა რათა მასების საბრძოლოდ მობილიზაცია მოახდინოს.