ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ამერიკაში ჯესი ჯეიმსს ყველა იცნობდა.ის ქვეყნის ყველაზე ცნობილი დამნაშავე და ძებნილი იყო, ისევე როგორც გმირი, რომელსაც რობინ ჰუდს ადარებდნენ. რობერტ ფორდის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა მანამდე, სანამ 19 წლის ასაკში მან ჯეიმსთან დამეგობრება და მის ბანდაში გაწევრიანება არ გადაწყვიტა. თუ ეს მას დიდებას არ მოუტანს, ის კიდევ უფრო სახიფათო გზას აირჩევს...
ჟან-პოლი და მარიანა შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ კი აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ.
თანამედრვე წყვილის ისტორია: ჟილი და მარიონის, რომელიც ხუთ ეპიზოდშია ნაჩვენები: მათი განქორწინება, მათი სადილი მეგობრებთან ერთად, პირველი ბავშვის დაბადება, მათი ქორწილი და გაცნობა.
ფრანგი რეჟისორის ბერტრან ბილერის ფილმი სილამაზეზე, სექსზე და სიყვარულზე. ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც ფრანსუას გაუმართლა და ლატარიაში ორი მილიონი ევრო მოიგო. ახლა მას თავისი ძველი ოცნების განხორციელება შეუძლია.