სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.

კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის პირველი ფილმი - ლურჯი - ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც სასწაულით გადარჩა კატასტროფაში, რომელშიც ქმარი და ხუთი წლის შვილი დაკარგა.

უდიდესი დეპრესიის დროს, ბევრი აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე - სამუშაოს, სახსრების გარეშე. და არანაირი მომავლის იმედით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოდნენ და გარშემო მყოფთ მაგალითს აძლევდნენ თავისი საქციელით. ჯეიმს ბრედოკი ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო.

უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.

1995 წელს დეტროიტის პარამეტრია. ქალაქი დაყოფილია 8 მილიზე, გზაზე, რომელიც ქალაქს შუაზე ყოფს რასობრივი ხაზების გასწვრივ. ახალგაზრდა თეთრი რეპერი, ჯიმი "B-Rabbit", სმიტი უმცროსი იძახებს ძალას, გადალახოს ეს თვითნებური საზღვრები და შეასრულოს თავისი ოცნება ჰიპ ჰოპში. თავისი მომავლისა და სამი მესამედით, მხოლოდ ის უნდა დახრჩო.