ფილმის - „გაანადგურე რალფ!“ -მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, რალფი და ვანელოპი, ახლა უკვე მეგობრები, თავიანთ სათამაშო ცენტრში „ვაი-ფაი“ როუტერს აღმოაჩენენ, რაც მათ ახალ თავგადასავლებს უქადის.
1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.
ამერიკელი მოზარდი, ლომბარდში, მაიმუნების მეფის ლეგენდარულ კვერთხს აღმოაჩენს. კვერთხის მეშვეობით ის უძველეს ჩინეთში გადაადგილდება, სადაც დატყვევებული მეფის გასათავისუფლებლად მებრძოლთა რაზმის წევრი ხდება.