ნაროკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკაში, სამი ჩახლართული ისტორიით: ამერიკის ახალი ნარკობარონი ბრძოლას მაშინ აგებს როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ნარკოტიკების მომხმარებელია; ახალგაზრდა მომხიბვლელი ცოლი მეუღლის ნამდვილ საქმიანობას მაშინ გაიგებს, როდესაც მის ქმარს დააპატიმრებენ და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე მოწმეს იცავს; მექსიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ახალი უფროსი შესაძლოა კორუმპირებულ სისტემაშია ჩაბმული.
ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.
პოლიციის ოფიცერს,ბოლო მოლაპარაკებებმა,რომლებზეც შუამავლობდა და რომელიც მარცხით დამთავრდა, გამანადგურებელი დანაშუალის შეგრძნება დაუტოვა. ახლა კი, როდესაც მაფიის ბუღალტერი მძევლად იქნა აყვანილი, მან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება მოწინააღმდეგეებთან, თუნდაც მისი საკუთარი ოჯახი აღმოჩნდეს დატყვევებული ბოროტმოქმედების მიერ.