იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.

შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ბავშვები - ცხოვრების ყვავილები არიან. მათ ყველაზე მეტედ ჩვენი მხარდაჭერა, ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ზოგჯერ მათ აწვებათ ტვირთი, რომლის სიმძიმეს ისინი ვერ აუდიან. მთელი ფილმის შემოსავალი გაჭირვებული ბავშვების ფონდში ჩაირიცხება.

ელიანა, კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე გაიცნობს ახალ ჩამოსულ ოფიცერს და შეუყვარდება ის. მისი არასრულწლოვან შვილობილს კამილას შეუყვარდება მომხიბვლელი ოფიცერი, როდესაც ის გადაარჩენს მას ტერორისტისგან. მას აიძულებენ შორეულ ფორპოსტზე გამგზავრებას ჩრდილოეთში, მაგრამ ჯიუტი გოგონა გაიქცევა სახლიდან და გაემგზავრება საყვარელი ადამიანის მოსაძებნად.

კონფლიქტურ ურთიერთობათა ისტორია ორ ბასკურ ოჯახს შორის. მოქმედება ვითარდება პატარა ხეობაში გიპუსკუანი, სადაც ისინი მეზობლად ცხოვრობენ 1870–1935 წლებში.