მოსახლეობაგადაჭრბებულ, ფუტურისტულ დედამიწაზე, მარტო ნიუ იორკში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პოლიციის დეტექტივი სიკვდილისთვისაა განწირული მთავრობის მიერ, რადგან იგი ძალიან მიუახლოვდა უცნაურ საიდუმლოს, რომელიც რევოლუციური წარმოშობისაა.
რა ხდება, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. სწორედ ეს კითხვა უტრიალებდა თავში ფილმის გმირს - დენიელ მილერს, როდესაც ლოს-ანჯელესის ბულვარზე „ბმვ“-ეს მიაგელვებდა და ბარბარა სტრეიზანდის სიმღერას უსმენდა.
ამ ისტორიის მოქმედება ვითარდება პარალელულ განზომილებაში, მთავარი გმირები – თოჯინებია, რომლებიც ცდილობენ პოსტ–აპოკალიპტურ სამყაროში გადარჩენას. მთავარი გმირის სახელია "9". ის ლიდერის თვისებებს ავლენს, რომლებიც ყველას ცოცხლად გადარჩენაში უნდა დაეხმაროს.
2045 წელი კოსმიურ ხომალდზე ხვდება ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მისი გახსნისას კბილოსნები ამოდიან და ნელ-ნელა ყველაფერს ანადგურებენ.