ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

მეგ მურის მამა, სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რამდენიმე იდუმალი მოვლენის განვითარების შემდეგ, გოგონა თანაკლასელთან და უმცროს ბიძაშვილთან ერთად მამის მოსაძებნად გაემართა. მათ დროში მოგზაურობა და უცნაური სამყაროების გაცნობა მოუწევთ...