ჩარლზ სენფორდი იგივე ჩარლი ბაბიტი ლოს-ანჯელესელი ავტოდილერია. თინეიჯერობისას მან მამამისის 1948 წლის ბიუიკი მოიპარა და ორი დღე ციხეში გაატარა, რადგან მამას მანქანა დაკარგული ეგონა... rnჩარლი იგებს, რომ მამამისი გარდაიცვალა, სამი მილიონი დოლარი კი ვიღაც რეიმონდს ერგო, ჩარლის უცნობ ძმას, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ცხოვრობს. ჩარლი გაიტაცებს რეიმონდს მაცდუნებელ მოგზაურობაში დასავლეთ სანაპიროსკენ, მას სამი მილიონი დოლარის ხელში ჩაგდება სურს...
ხუთი კომედიური და დრამატული ისტორია, რომელიც ერთ ღამეს, ხუთ სხვადასხვა მეგაპოლისში მოხდა. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი თემა, რომელიც მისი მოქმედების ადგილს ახასიათებს.
ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.