არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული "გეიშას დღიურები", რომანტიკული ეპოსია იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ, რომელიც დღემდე გვაჯადოვებს. ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე იწყება, როცა ღატაკ იაპონელ ბავშვს ოჯახს მოსწყვეტენ გეიშას სახლში მოახლედ სამუშაოდ.

პუ-ის დრამატული ისტორია, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი,დიდი ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია.გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე.

ახალგაზრდა მარტოხელა დედა სრულიად მოულოდნელად სახლში დაბრუნებული ხვდება რომ მისი ვაჟი სახლში ა რმოსულა სკოლიდან, ის ცდილობს იპოვოს შვილი და არ კარგავს იმედს.

1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

მაიკლ კოლინზის ისტორია, რომელიც XX საუკუნის 20იან წლებში იბრძოდა ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის.