ფილმი გადაღებულია ედვარდ ფოსტერის რომანზე დაფუძნებული სანტა რამი რაუს პიესების მიხედვით. ეს შესანიშნავი რეჟისორის დევიდ ლინის ბოლო ნამუშევარია. მხატვრულ ფილმში მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში ხდება. ახალგაზრდა ინდოელი ექიმი დაპატიჟებს ინგლისელ ტურისტებს გამოქვაბულების სანახავად მხოლოდ იმ მიზნით, რომ ასიამოვნოს მათ და დაათვალიერებინოს ნამდვილი ინდოეთის თვალთწარმტაცი პეიზაჟები. ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგო დაადანაშაულებს მას გაუპატიურების მცდელობაში. ექიმს დააპატიმრებენ. სიმართლის დამტკიცება არც თუ ისე ადვილია, იმ სიტუაციაში, როცა ინდოელი ექიმის წინაამღდეგ მთელი ბრიტანული კოლონიალური სისტემაა, სადაც სიტყვა "ველურს" არანაირი წონადობა არ აქვს სიტყვა "თეთრკანიანთან".

განგულის ოჯახი კალკუტაში ცხოვრობს, ისინი ემიგრაციაში ამერიკაში მიდიან და ნიუ-იორკში დასახლდებიან. ოჯახი ცდილობს ადაპტაციას ახალ კულტურასთან. განგულის ოჯახის დედა აშიმე და მამა აშოკი მარტივად ახერხებენ ადაპტაციას, მაშინ როცა მათ ვაჟ გოგოლს სერიოზული პრობლემები აქვს.

ამერიკელი მაქს ლოუ ჩადის კალკუტაში - სიღარიბისა და სასწაულების ქალაქში, სადაც თაღლითობა და სათნოება თანაარსებობს და ყველაფერს ფულით ყიდულობენ, მაგრამ ყველაფერი არ იყიდება. სადაც ასე ძნელია სიმშვიდის პოვნა პირველივე დღეს გაძარცვის შემდეგ...