ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ,ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს.

პუ-ის დრამატული ისტორია, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი,დიდი ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია.გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე.

ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.

პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი მეუღლე კეტრინი ეროტიკული ავანტიურისტები არიან. ორივეს სხვა გატაცება აქვს - მანქანებით. ერთ დღეს ჯეიმსი საშინელ ავარიაში მოჰყვება. კლინიკაში ის ხვდება ამ შემთხვევის მსხვერპლს, ჰელენს და მის მეგობარს ვონს. ასე იწყება ჯეიმსისა და კეტრინის ახალი შეგრძნებების კვლევა: სექსუალური აღგზნება ავარიული მანქანებისა და ტრავმირებული სხეულებისგან.