60იანებში სამხრეთის პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი თეთრად და შავად არის დაყოდილი ორი ფედერალური აგენტი სამოქალაქო კანონდამცველი მუშაკების მკვლელობას იძიებს. ახალგაზრდა აგენტი ფედერალური ბიუროს სკოლაშია გაწვრთნილი და ამ ქალაქში მის ყოფილ პარტნიორ შერიფს გადააწყდება.

სემ ბოუდენი პატარა ქალაქის ადვოკატია. მაქს ქეიდი დასვირინგებული, სიგარის-მწეველი, ბიბლიიდან ციტატების მსროლელი, ფსიქოპატი მოძალადეა. რა აქვთ მათ საერთო? თოთხმეტი წლის წინ სემი მაქს ქეიდის გაუპატიურების ბრალდების სასამართლოზე სახალხო დამცველი იყო და სერიოზული შეცდომა მოუვიდა: მისი გაუნათლებელი კლიენტისგან დამალა საბუთი, რომელსაც მისი გამართლება შეეძლო. ახლა დამწყვდეული ბიბლიოფილი ქეიდი კვლავ თავისუფალია და სემის და მისი ოჯახისთვის სამაგიეროს გადახდას აპირებს.

უილსონი ახლახანს გამოვიდა ციხიდან, სადაც ბოლო ცხრა წელი გაატარა. მან ციხეში გაიგო ქალიშვილის მოულოდნელი სიკვდილი, რაც მისი აზრით სულაც არ არის უბედური შემთხვევა. უილსონი შურის საძიებლად ლოს-ანჟელესში მიემგზავრება.