ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია.
საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.
რა ხდება, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. სწორედ ეს კითხვა უტრიალებდა თავში ფილმის გმირს - დენიელ მილერს, როდესაც ლოს-ანჯელესის ბულვარზე „ბმვ“-ეს მიაგელვებდა და ბარბარა სტრეიზანდის სიმღერას უსმენდა.
ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.
ტომ ლოგანი ოფისში მუშაობს, რომელსაც ამოუცნობი კლიენტი ჩელსი დერდონი ყავს. ჩელსი გარეულია დანაშაულში რომელიც ძალიან ძვირფას ნახატს ეხება, ამ ქალს კი უნდა რომ ლოგანიც ჩაერიოს ამ საქმეში და სთავაზობს ინსეტიციის ჩადებას.