მოტაცებული ბავშვი და მის გამტაცებელი დამეგობრდებიან. გაქცეული დამნაშავე სამართალს გაურბის, მისი დაჭერა კი პატიოსანი ამერიკელი მარშალის ვალდებულებაა.

ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.

პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.