დაგ მაკრეი გამოცდილი ქურდია და მის გუნდის წევრებზე ბევრად ჭკვიანია, ახლა კი თამაშიდან გასვლა სურს, მაგრამ როდესაც საქმე ბანკის ფილიალის ახალგაზრდა მიმზიდველი მენეჯერის, კლერ კისის გატაცებას ეხება, იგი ისევ საქმეშია. ამ ქალთან ურთიერთობა საშიშროებას უქმნის დაგს და ფედერალური ბიუროს აგენტს ადამ ფროულის მისი გუნდის წევრების ვინაობის დადგენაში ეხმარება...

ორმა მთავარმა გმირმა, საიდმა და ხალედმა, თვითმკვლელობით ტერაქტი უნდა ჩაიდინონ ტელ–ავივში. ჩვენ გავხდებით ახალგაზრდა კამიკაძეების ბოლო სიცოცხლის დღის თვითმხილველები... ერთერთი მათგანი შეხვდება ქალს, რომელიც მას არა მარტო სიყვარულს, არამედ ბრძოლის ალტერნატიულ გზასაც შესთავაზებს. ის – პალესტინელი ლიდერის ქალიშვილია და დიდი ხანია მიხვდა ამ ბრძოლის ნიუანსებს... თუმცა უკვე გვიანია... მებრძოლები მზად არიან ოპერაციის შესასრულებლად.

ქირურგი ბენჯამინ სტოუნი იღებს მომგებიანი სამუშაო შეთავაზებას ჰოლივუდის პრესტიჟულ პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში. ის მიდის კალიფორნიაში, მაგრამ მოგზაურობის დასასრულს, პროვინციულ სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ გრეიდში, შემთხვევით ავარიაში მოჰყვება და გზისპირა ღობეს დაეჯახა. მანქანა შესაკეთებლად უნდა გადასცეს და ადგილობრივი მოსამართლე, რომელმაც უბედური ღობე მოაწყო, ბენს ადგილობრივ საავადმყოფოში საზოგადოების გამოსასწორებლად მიუსაჯა.