ეგვიპტის ალექსანდრია. მსოფლიოში პირველი მეცნიერი ქალის – ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ასტრონომის, მშვენიერი ჰიპათიას ცხოვრება. მის აზრებს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ლექციებს კი ათასები ესწრებოდნენ. მან კოპერნიკსა და გალილეის დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის მშვენიერება გულებს ამსხვრევდა. ჰიპატია ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო შეყვარებული – ყოფილ მონა დაუსზე და კეთილშობილ ორესტზე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეწირა მისი გულისთვის. მაგრამ შურიანები ვერ ითმენდნენ ამ ქალის პოპულარობას და დიდებას... 415 წელს ჰიპატია გააფთრებულმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა...
ერთადერთი, ვინც ბარონ მიუნჰაუზენზე სრული სიმართლე იცის, თვითონ ბარონია. ლეგენდარული გმირი თავისი დაუჯერებელი თავგადასავლების ისტორიას გვიყვება. ნუთუ ის მართლა გაფრინდა ზარბაზნიდან გასროლილი ბირთვით, შეებრძოლა სამთავიან გრიფონს, იმოგზაურა მთვარეზე, დაინახა ზღვის ნიჟარიდან ამომავალი შიშველი ვენერა და, ბოლოს და ბოლოს, თვით სიკვდილს შეხვდა პირისპირ? ამის დაჯერება შეუძლებელია... მაგრამ ნუთუ სახელგანთქმულ მიუნჰაუზენს მოტყუება შეუძლია?