ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!

ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.

მე -18 საუკუნის საფრანგეთი. ვიკონტი ვალმონტი და მარკიზა დე მერტეუი თამაშობენ სახიფათო თამაშს, სავსეა გატეხილი გულებითა და გაფუჭებული ბედებით. მარკიზა, რომელსაც შურისძიება სურს თავის დიდი ხნის შეყვარებულ გერკურზე, ვალმონს კეთილგანწყობას ჰპირდება, თუ ის სესილი ვოლანჟს, გერკურის ახალგაზრდა საცოლეს შეაცდენს. სამაგიეროდ, ვალმონტი მადამ დე ტურველმა გაიტაცა, კონტრაქტი სრულიად დაივიწყა და მარკიზამ გამოსავალი უნდა ეძებოს. თავისდა უნებურად, დაუნდობელი გულთამპყრობელი ვალმონტი ექცევა პრეზიდენტ ტურველის სათნო ცოლის ჯადოქრობის ქვეშ და ფიქრობს იმ ფასზე, რომელიც ინტრიგის ყველა მონაწილეს მოუწევს გადაიხადოს.

სახიფათო თამაშების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ქეთრინი მისი დედინაცვლის შვილს, სებასტიანს ნიძლავს დაუდებს ზაფხულის ბოლომდე მათი დირექტორის ქალიშვილის ცდუნებაზე. თუ სებასტიანი მოიგებს, მისი ჯილდო ქეთრინთან ღამის გატარებაა. მაგრამ თუ წააგებს მან ქეთრინს უნდა გადასცეს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.