მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა: გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.

ომარი ჰომოსექსუალი პაკისტანელი ბიჭია, ის ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. ის თავის მეგობარ ჯონისთან ერთად გადაწყვეტს ბინძური ფულით სამრეცხაო გახსნას.

ფილმის მთავარი გმირია ჰომოსექსუალი ირანის პრინცი, რომელზეც რევოლუციონერი ისლამისტები ნადირობენ. პრინცს ყოფილი შახის ცოლიც დასდევს, რომელსაც მისგან ბავშვის გაჩენა სურს. პრინცი ნიმფომან სექსილიასაც უყვარს, რომელიც თავისი გულუბრყვილობით ფიქრობს, რომ ქალებისადმი პრინცის გულგრილობა მისი ნატურის პლატონურობიდან გამომდინარეობს.