ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?
ბობი და მარტი ბავშვობიდან მეგობრობენ, მაგრამ მათ შორის უცნაური მეგობრობაა: პათოლოგიურად სადისტი ბობი საშინლად დასცინის და აწვალებს მარტის და არა მარტო მას. და ერთხელაც გადაწყვიტავს სამუდამოდ შეწყვიტოს დაცინვები.
ახალგაზრდა მხატვარს იოს გაიტაცებენ და "გადააპროგრამირებენ" "გამანთავისუფლებელად" - ანუ ელიტურ მკვლელად... მას შეუძლია იაპონური იაკუძას ლიდერების მოშორებაც კი, მის მბრძანებლების მთავარ მოწინააღმდეგეების, დრაკონების შვილების. ლამაზმანი ემუ აღმოჩნდება ერთერთი მკვლელობის შემთხვევითი თვითმხილველი, რომელიც იომ ჩაიდინა. "მკვლელი - გამანთავისუფლებლების" ტრადიცია ითხოვს, რომ ემუ მისი ხელით იღოს განადგურებული... ამის მაგივრად, მათ ერთმანეთი უყვარდებთ და იწყებენ ვნების და ძალადობის ოდისეას.
სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს.