კომედია, სადაც ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება.მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან. საიდანაც მას,ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს ვიდრე ეგონა. მან ერთიდაიგივე რეპორტაჟი კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს.

ქალაქ ოკლენდის ალტერნატიულ რეალობაში ტელეფონებით გაყიდვების მენეჯერი შავკანიანი კასიუს გრინი მისი ხმის შეცვლის ისეთ მეთოდს აღმოაჩენს, რომელიც მას სამსახურში ფენომენალური წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მაგრამ მისი ხელმძღვანელობის ბნელი საიდუმლოს გაგების შემდეგ, მთავარი გმირი კარიერასა და სამართლიანობისთვის ბრძოლას შორის არჩევანს აკეთებს, რის გამოც იგი სხვა, საზარელ სამყაროში აღმოჩნდება…

ჩვეულებრივი მოზარდი, სემ ვიტვიკი დაკავებულია ყოველდღიური საქმით - სკოლა, მეგობრები, მანქანები, გოგონები. არ იცის, რომ ის კაცობრიობის უკანასკნელი შანსია გადარჩენისთვის, სემი თავის შეყვარებულ მიქაელასთან ერთად ერთვება აუტობოტებ-სა და დესეპტიკონ-ის დაპირისპირებაში. მხოლოდ მაშინ გაიგებს სემი უიტვიკის ოჯახის დევიზის - "მსხვერპლშეწირვის გარეშე, არ არსებობს გამარჯვება!"

როდესაც მწვანე უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას შემოესევიან, მათი შემოსვლა სულაც არ აღმოჩნდება მშვიდობიანი ამ კომედიაში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს მიუძღვნეს.