მშვენიერი თინა მშობიარობისას იღუპება, მაგრამ გარდაცვალებამდე ახერხებს რვა წერილის დაწერას ახალშობილი ქალიშვილისთვის ანჯალისთვის. ბოლოში, რომელსაც გოგონა რვა წლის ასაკში კითხულობს, დედა უანდერძებს მას, რომ დაეხმაროს მამას სხვა ანჯალთან გაერთიანებაში, რომელიც ერთხელ თინასთან ბედნიერებისთვის სიყვარულს შესწირა. ანჯალი დღეს ახლახან ქორწინდება და გოგონას ბევრი წინაღობის გადალახვა დასჭირდება, რათა ყველაფერი კარგად იყოს და ყველამ იმღეროს სიცოცხლის დამადასტურებელი ბოლო სიმღერა.

მას შემდეგ, რაც ტესა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს, ყველაფერი იცვლება. სიმართლის გამოაშკარავება ჯერ საკუთარი შემდეგ კი ჰარდინის ოჯახის შესახებ ყველაფერს ეჭვის საბურველში ხვევს და მათ საერთო მომავალს რთულად მისაღწევად აქცევს...

1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

ახალგაზრდა ფინი სტუდენტია ბერკლიდან, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოდის იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოსცილდეს და სადიპლომო ნაშრომი დაწეროს. მყუდრო მისაღებ ოთახში ყოველ დღე იკრიბებიან ბებიას უახლოესი მეგობრები და ჩაის სმასთან ერთად, ყვებიან ისტორიებს და აუჩქარებლად კერავენ ნაჭრის საბანს. ფინი ხანში შესული ქალბატონებისგან უამრავ ისტორიას მოისმენს ბედნიერებაზე და უბედურებაზე, ერთგულებაზე და ღალატზე, სიძულვილზე და ნამდვილ სიყვარულზე, წყენაზე და პატიებაზე, რითაც ბევრს ისწავლის ცხოვრების შესახებ. და ახლა ფინის სადიპლომოზე მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მან სურვილებში გარკვევა, საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.

დროებიდან ამოვარდნილი პატარა ქალაქი... ახალგაზრდა დიკი პისტოლეტს პოულობს და მიუხედავად მშვიდობიანი ხასიათისა, მის მიმართ სიყვარულის გრძნობას განიცდის... თანდათანობით თანამოაზრეებიც უჩნდება და ის იარაღის მოყვარულთა კლუბს აარსებს

ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება.