ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?

ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით.ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე,გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი.