ოთხი დის ისტორია, რომლებიც დედასთან ერთად მძიმე დროებას განიცდიან - ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ოჯახის უფროსი ბრძოლის ველზე გადაიკარგა, პატარა ქალები კი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, გოგონები გულს არ იტეხენ, სჯერათ სიყვარულის და ბედნიერების.

ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.

დადგა შობა... თუმცა, ამ ჯადოსნური დღესასწაულის ძალებს ზოგიერთი ადამიანის ყინულის გულის გალღვობა არ შეუძლია... ასეთი გამოუსწორებელი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ფილმის გმირიც - მაგნატი ფრენკ კროსი.

სტივ მარტინი და ბონი ჰანტი ბეიკერების ოჯახის უფროსები არიან. ისინი არდადეგების დროს მათსავით დიდ, რვა ბავშვიან ოჯახს შეხვდებიან და პაექრობა იწყება...