ეგვიპტის ალექსანდრია. მსოფლიოში პირველი მეცნიერი ქალის – ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ასტრონომის, მშვენიერი ჰიპათიას ცხოვრება. მის აზრებს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ლექციებს კი ათასები ესწრებოდნენ. მან კოპერნიკსა და გალილეის დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის მშვენიერება გულებს ამსხვრევდა. ჰიპატია ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო შეყვარებული – ყოფილ მონა დაუსზე და კეთილშობილ ორესტზე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეწირა მისი გულისთვის. მაგრამ შურიანები ვერ ითმენდნენ ამ ქალის პოპულარობას და დიდებას... 415 წელს ჰიპატია გააფთრებულმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა...

ფილმში მოქმედება ვითარდება ჰეროინის მომხმარებელთა გარშემო, რომლებიც ნიდლ პარკში იკრიბებიან, ნიუ-იორკში. ახალგაზრდა ბობი სწორედ აქ გაიცნობს ჰელენს, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა ჰეროინზე დამოკიდებულების დაძლევა არც ისე მარტივია.