საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.

მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა(ლეონარდ უაიტინგი) და ჯულიეტა კაპულეტის (ოლივია ჰასი)ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო -ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისა და საუკეთესო კოსტიუმებისათვის.

ჯოელ გუდსენი არის 17 წლის კოლეჯის სტუდენტი. სამაგალითო, პასუხისმგებელი, ძალიან დიდი ხნის კარგი ბიჭი იყო. ცვლილებების დრო დადგა. ჯოელის მშობლები შვებულებაში მიდიან და მას სახლის მოვლას ტოვებენ. ენდობიან... და ამაოდ. ყველა მოზარდის ოცნება მისი მშობლებისთვის კოშმარია. როგორც კი ჯოელის მშობლები თვითმფრინავში ავიდა, ის მოქმედებას დაიწყებდა.

ამბავი მოზარდების ჯგუფზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული.

ესაა 2003 წლის რომანტიული კომედია. კაროლინა მეოჯახე გოგოა. მის ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი არაა, თუმცა მოვა დრო როდესაც ის დილემის წინაშეე დგება.