ამერიკელი ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა, 1968 წელი, ვიეტნამის ომის პერიოდი. სტენლი კუბრიკის ფილმი წარმოადგენს გუსტავ ჰასფორდის წიგნის ეკრანიზაციას, ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე.

ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი

60იანებში სამხრეთის პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი თეთრად და შავად არის დაყოდილი ორი ფედერალური აგენტი სამოქალაქო კანონდამცველი მუშაკების მკვლელობას იძიებს. ახალგაზრდა აგენტი ფედერალური ბიუროს სკოლაშია გაწვრთნილი და ამ ქალაქში მის ყოფილ პარტნიორ შერიფს გადააწყდება.

ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია.

აფრო-ამერიკელი ყოფილი ბეისბოლისტი, რომელიც ახლა პიტსბურგის ქუჩებს ასუფთავებს, იბრძვის 1950-იანი წლების ამერიკაში თავისი ოჯახის უზრუნველსაყოფად, სადაც რასა ჯერ კიდევ პრობლემაა.

როდესაც ორი მამაკაცი სახიფათო დინებაშია ჩარჩენილი, დონატო ახერხებს კონრადის, გერმანელი ტურისტის გადარჩენას, მაგრამ ზღვა მის საუკეთესო მეგობარს სიცოცხლეს ართმევს. და სანამ ცხედარს სანაპიროზე ეძებენ, კონრადს და მის მხსნელს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი...

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.