ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.

ცოლ-ქმარ ოლივერ და ბარბარა როუზებს, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ ის, ხანმოკლე აღმოჩნდა. თანდათან ოჯახური უთანხმოებები ნამდვილ ომში გადაიზარდა. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. და მათ ის გადადგეს.

ინგლისელი უილ ფრიმანი 40 წელს უახლოვდება და სიამოვნებით გაექცეოდა საკუთარ ცხოვრებას. ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, არ ჰყავს შვილები და არც მუდმივი სამუშაო ქონია ოდესმე.