60იანებში სამხრეთის პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი თეთრად და შავად არის დაყოდილი ორი ფედერალური აგენტი სამოქალაქო კანონდამცველი მუშაკების მკვლელობას იძიებს. ახალგაზრდა აგენტი ფედერალური ბიუროს სკოლაშია გაწვრთნილი და ამ ქალაქში მის ყოფილ პარტნიორ შერიფს გადააწყდება.
ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია.
ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.
ფბრ-ის აგენტი გრეის ჰარტი თავისი გმირობების შემდეგ, რომლებმაც ის ტელევიზიის და პრესის ვარსკვლავად აქციეს, უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობს ოპერატიულ სამსახურს. გრეისი წიგნის დაწერით და სხვადასხვა ტელეშოუებში მონაწილეობითაა დაკავებული. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის მეგობრებს – კონკურსის გამარჯვებულს შერილს და იმპრესარიოს სტენს გაიტაცებენ ლას–ვეგასში.