თავიდან თითქოს არაფერი მოხდება ამ შავ-თეთრ ფირზე, გარდა იმისა, რომ გერმანელი ჟურნალისტი ფილიპ ვინტერი კიდევ რამდენიმე ასეულ „პოლაროიდის“ სურათს იღებს. ის მოგზაურობს შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩაკ ბერის რიტმებით მასალის საძიებლად, მაგრამ ნამუშევარი არ ჩერდება. პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა სახლისკენ მიმავალ გზაზე ხდება. ფილიპი აეროპორტში ხვდება გერმანელ ლიზას და მის ქალიშვილ ალისას. ფრენა გადაიდო, ლოდინის პროცესში დედა მოულოდნელად გარბის, ცხრა წლის ალისს კი ახალი ნაცნობი ტოვებს. და ფილიპეს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მეორე მოგზაურობა გააკეთოს - მშობლიურ კონტინენტზე, სხვის შვილთან ერთად, ვიღაც უცნობის ძიებაში.

შთამბეჭდავი საგა შავკანიან ლიდერზე მალკოლმ იქსზე. მან დაიწყო გარლემში როგორც განგსტერმა, გაისვარა ხელი ცოდვებში, მაგრამ იმის მერე რაც მოხვდა ციხეში, იქ გასუფთავდა ისლამის ზემოქმედებით. ფილმში საკმაოდ დეტალურად და რეალურად არის გადმოცემული მალკოლმ იქსის ცხოვრება და ბრძოლა რასიზმის, კორუფციის და უკანონობის წინაამღდეგ

ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.

როდესაც ბრუკლინში ავტობუსი ფეთქდება და ნიუ-იორკის ქუჩებში სისხლიანი ტერორი იწყება, ხაბ ხაბატი, ფედერალური ბიუროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მეთაური ბრძანებას იღებს, რომ დააკავოს დამნაშავეები. ელიზა კრაფტი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო აგენტია. ხაბი და ელიზა ერთიანდებიან ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ნიჭიერი ნიუ-იორკელი ბარმენი იამაიკაზე სამსახურს შოულობს და ულამაზესი გოგონაც შეუყვარდება.

ცოლიანი ბროდვეის რეჟისორს შეუყვარდება ყოფილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელსაც მსახიობობა სურს და ეხმარება მას კარიერულ წინსვლაში.