ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.

უდიდესი დეპრესიის დროს, ბევრი აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე - სამუშაოს, სახსრების გარეშე. და არანაირი მომავლის იმედით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოდნენ და გარშემო მყოფთ მაგალითს აძლევდნენ თავისი საქციელით. ჯეიმს ბრედოკი ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო.

კარატეს მასწავლებელი მიაგი ტოვებს ლოს-ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში, რათა იცხოვროს მომაკვდავ მამასთან. დანიელი მას თან ახლავს მოგზაურობაში. იქ მიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დანიელი კი ახალს აკეთებს...

გამოგონილი ისტორია, რომელიც ინსპირირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი ქალი მოჭიდავეების პრომოუთერის ჯეკი კალენის ამბით. ფილმში ასახულია მისი ბრძოლა გადარჩენისთვის და წარმატებები მამრობითი სქესის დომინანტ სპორტში.