ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1930 წლის გერმანიაში და მოგვითხრობს ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომუშავე ამერიკელი მომღერალი ქალის სასიყვარულო თავგადასავალის შესახებ.

პროფესორი ნორმან ტეიერი, 80 წლის, დიდი ხანია პენსიაზე გავიდა. მას ესმის, რომ დიდხანს არ რჩება სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილზე მეტად ის წუხს, რომ ვერ შეასრულებს მამაკაცურ მოვალეობას. უფრო მეტად ის განიცდის უთანხმოებას თავის ქალიშვილთან. ფილმის მოვლენები ვითარდება ოქროს ტბის სანაპიროზე, სადაც პროფესორი და მისი მეუღლე ჩადიან (მათ სჯერათ, რომ ეს 48-ე ზაფხული ბოლო იქნება მათ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში) და მათი ქალიშვილი მეგობართან და თინეიჯერ შვილთან ერთად.

ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!

ამბავი მოზარდების ჯგუფზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული.

კრუშოს პოლიციის განყოფილება ახალ შენობაში გადადის, მათ არა მხოლოდ უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა აქვთ, არამედ ქალი პოლიციის ოფიცრებიც ჰყავთ, რომლებსაც უნდა ასწავლონ. ეს დიდ ქაოსს გამოიწვევს, კრუშოს ულამაზესი ქალბატონების გარემოცვაში მუდმივად ხელი ეშლება, ამას ისიც ემატება, რომ ამ ქალბატონებს ერთი მეორეს მიყოლებით იტაცებენ...