იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე ძმაკაცის მიმართ.

უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.

ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.

კენ პარკი რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად ატარებს მის ტანჯულ ცხოვრებას. შონი ყველაზე კონვენციური ჩანს, ტანი კი ფსიქოზურ მძვინვარებას განიცდის კლაუდი ჩვეულებრივ შეწუხებულია მამამისის გამო. პიჩს პატრონობს რელიგიური მამა მაგრამ მას თავისუფლება სწყურია.

ინგლისი, 50-იანი წლები. ახალგაზრდა ჯო ბორანზე მუშაობს, სადაც ცხოვრობენ ლეისი, მისი ცოლი - ელა და მათი შვილი. ოდესღაც ჯო მწერალი იყო, მაგრამ ახლა გლაზგოსა და ედინბურგს შორის დაცურავს და ქვანახშირი გადააქვს. ელთხელაც კაცები არხში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს პოულობენ. დაღუპულის ვინაობა არავინ იცის, ჯო კი მალავს, რომ ოდესღაც ისინი საყვარლები იყვნენ.