ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.

ნევროზული ჰარი ბლოკი - წარმატებული მწერალია, რომელმაც მთელი ავანსი ახალ წიგნზე დახარჯა, რომელიც ვერადავერ დაიწყო. ყველაფერთან ერთად მორიგი პრობლემა უნდა გადაჭრას, რომელიც მის უამრავ ქალთან და მეგობართან ჩახლართულ ურთიერთობებს ეხება.

ჯონი თრულავს უხეშობა უყვარს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურის შვილია და ნარკოტიკებით ვაჭრობს. როდესაც ჯეიკ მაზურსკი მას ვალს ვერ უხდის, მაზურსკების ოჯახისთვის ცუდი დრო დგება, რადგან ჯონი და მისი ბანდა ჯეკის 15 წლის ძმას მოიტაცებენ და დატყვევებული ჰყავთ. პრობლემა ახლა ის არის, რა უყონ "მოტაცებულ ბიჭს".

ერეზი ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული მოცურავეა. მას მხოლოდ ოლიმპიადაზე მოხვედრა სურს. ისრაელის მცხუნვარე მზის ქვეშ სასწავლო ბანაკში ის ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. მაგრამ არ დაივიწყოთ ცეკვა! სიცოცხლესთან ცეკვა ორბიტაში შემოაქვს სხვა მოცურავეს, რომელსაც იგივე მიზანი აქვს და გამარჯვებას სწყურია და ერეზს ისე იზიდავს, რომ მწვრთნელის გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის ნაპერწკალი აფრქვევს. ცურვა ინდივიდუალური სპორტია, მაგრამ ჩვენ ყველანი უბრალოდ ადამიანები ვართ.