ბუჩი და სანდენსი ჰოლინვოლის ბანდის ორი ლიდერია. ბუჩი იდეების,სანდენსი კი მოქმედების კაცია. დასავლეთი უფრო და უფრო ცივილიზებული ხდება და მას შემდეგ რაც ბუჩი და სანდენსი მატარებელს გაძარცვავენ, პოლიციის სპეციალური რაზმი მათ ყველგან დასდევს. როდესაც ბედის წყალობით გაქცევას მოახერხებენ,ბუჩს ახალი იდეა მოუვა, ბოლივიაში წასვლა...

ვაიტ ეაპს მის ძმებთან ერთად მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავს გასაყიდად. მათ ბანდიტები დაესხმიან თავს და უმცროს ძმას მოკლავენ. შურის საძიებლად იგი მახლობელ ქალაქში შერიფად მოეწყობა.

ველური დასავლეთის გმირების ეპოქის დასასრული. პრერიებში მომთაბარე ოთხი მეგობარი ცხოვრობენ ღირსების კოდექსის მიხედვით, ისინი მოხვდებიან პატარა ქალაქში სადაც მოუხდებათ თავისი სიყვარულისა და ღირსების დაცვა.

სილვერადო - შორეული ქვეყანა, სადაც ჩასვლა ყველას უნდა, უბრალო ადამიანსაც, უშიშარ კოვბოისაც, და სასტიკ ქურდებსაც. მაგრამ იქ მოხვედრა ყველას არ შეუძლია, ეს არ არის ჩვეულებრივი გზა, მხოლოდ ყველაზე სწრაფი და ყველაზე მოხერხებული შეძლებს სილვერადოს ნახვას.

იდუმალი ქალბატონი სწრაფი სროლის ტურნირზე ქალაქში ჩამოდის. მისი მიზანია ცნობილი ბოროტმოქმედი მსროლელი დაამარცხოს.