ფილმის ორი მთავარი გმირი ერთმანეთისგან განსხვავდება კანის ფერით, საზოგადოებრივი მდგომარეობათ, სექსუალური ორიენტაციით, მაგრამ ორივე მათგანი სამართლიანობას ემსახურება და მზადაა ებრძოლოს ნებისმიერ უკანონობას.

ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ამერიკელი ფეხბურთელი ბრიკ პოლიტი მეუღლესთან მეგისთან ერთად მამის, ჰარვი პოლიტის იუბილეზე ჩადის, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ახლობლებმა იციან, რომ ჰარვის დღეები დათვლილია, ყველანაირად ცდილობენ მემკვიდრეობის ნაწილის ხელში ჩაგდებას. მეგი ასევე სთხოვს ქმარს გააუმჯობესოს ურთიერთობა მამასთან, მაგრამ ბრიკს, რომელიც მიჩვეულია პრობლემების ალკოჰოლში დახრჩობას, არ სურს შერიგებაზე წასვლა. სახლში ვითარება იძაბება.

"კაპოტე" ბიოგრაფიული ფილმია მწერალი თრუმენ კაპოტეს ცხოვრების შესახებ, სადაც აღწერილია მისი გაზეთ "ნიუ–იურკერში" მუშაობის ისტორია. ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.

ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

ფილმი ორი ნორვეგიელი ბიჭის თინეიჯერული სიყვარულის შესახებ, რომლებიც პოპულარულია გოგონებში. ისინი გადაწყვეტენ გამოაცხადონ სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სხვადასხვა ქალაქში არიან...