ხეკი და რეჩელი - ერთი შეხედვით იდეალური წყვილია. თავიანთი ურთიერთობის განსამტკიცებლად უკვე საკურთხეველთან დგანან. მაგრამ ამ დროს რეიჩელი ხალხში ერთ ადამიანს დაინახავს, რომელიც მასში ეჭვს წარმოქმნის: ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა?

ორ ამერიკელ ტურისტს ინგლისში თავს ესხმის მაქცია, მაგრამ არც ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ აღიარებს ამ ფაქტს.

„დღის ბოლოს“ - სიყვარულის ისტორიაა. ისეთი სიყვარულის, რომელზეც არც კი ლაპარაკობენ. ფილმის გმირებს დრო არ აქვთ სიყვარულისთვის, რადგან ისინი მოსამსახურეები არიან. სადღაც ომი მძვინვარებს, აქ კი, ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

აირის სიმპკინსი, ლონდონის Daily Telegraph-ის პოპულარული საქორწილო რუბრიკის ავტორი, ცხოვრობს მომხიბვლელ კოტეჯში ინგლისის ქალაქგარეთ. ის შეყვარებულია მამაკაცზე, რომელსაც სხვა უყვარს. სამხრეთ კალიფორნიაში შორს ცხოვრობს ამანდა ვუდსი, წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელი, რომელიც ქმნის რეკლამებს ფილმებისთვის. ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საყვარელი ადამიანი ღალატობს მას. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, რომლებიც ერთმანეთისგან 10 000 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ და ისინი ერთმანეთს პოულობენ.

ველური დასავლეთის დამორჩილების შემდეგ კომედიაში 'შანხაის შუადღე', ჩონ ვანგი და როი ო 'ბანონი – კვლავ ცხენზე არიან ამხედრებულნი, ამჯერად საერთოდ სხვა ადგილას აღმოჩნდნენ, ცივილიზირებულ ლონდონში.

ბრიტანელი გამომგონებელი, ჩინელი ქურდი და ფრანგი მხატვარი სანაძლეოს დადებენ, რომ 80 დღეში დედამიწის გარშემო იმოგზაურებენ.