ძმები კელმენსები შეიჭრნენ რანჩოში, სადაც ჰანი და მისი მეუღლე ცხოვრობენ. ქმარი მოკლეს, სახლი დაწვეს, ჰანი კი უმოწყალოდ გააუპატიურეს. ჰანიმ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა.

ამბავი ლეგენდარულ ამერიკელ ყაჩაღებზე, ახალგაზრდა მეომრებზე, რომლებიც სამოქალაქო ომიდან დაბრუნდნენ და იძულებულები გახდნენ ძლევამოსილი სარკინიგზო მაგნატებისთვის ვენდეტა გამოეცხადებინათ. მათზე ნადირობა დაიწყეს განთქმული დეტექტივის – პინკერტონის მეთაურობით. სარკინიგზო ბარონმა ტადეუშ რეინსმა ოკუპირება გაუკეთა მშობლიურ პატარა ქალაქს ლიბერტის იმ მიზნით, რომ ამ ქალაქზე რკინიგზამ გაიაროს, ადგილობრივი მაცხოვრებლების გაძევებაში კი მას ალან პინკერტონი ეხმარება... ჯესი და ფრენკი ჯეიმსებს არ შეუძლიათ ამის დაშვება. ქალაქის მოსახლეობიდან ბანდა შექმნეს და რკინიგზის მშენებლობაზე საბოტაჟი დაიწყეს...