საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.
ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი - ჰერბერტი, ახალი ინგლისის ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ჩამოდის. ის კარგად აღზრდილი და განათლებულია, ქალებშიც წარმატებით სარგებლობს. მაგრამ მისი სული პირველი სიყვარულის მოგონებებით არის ავად. და 12 წლის ლოლიტასთან შეხვედრის შემდეგ იმედი უჩნდება დაკარგული სამოთხის პოვნის.