1860 წლის მაისში იტალიაში გარიბალდის მომხრე რესპუბლიკელებსა და ბურბონებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ქვეყანაში არსებული დრამატული მდგომარეობა გულგრილს არც იტალიელ აზნაურს, მეტსახელად ლეოპარდს ტოვებს.
1984 წელი, ისრაელის სახელმწიფო წყვეტს ეთიოპიიიდან ათასობით რეპატრიანტის ჩამოყვანას. ქალი, რომელიც თავად ავადაა, 9 წლის შვილს უშვებს ისრაელში რათა ის გადარჩეს. წმინდა მიწაზე ბიჭს იშვილებს ოჯახი, რომელიც ტუნისიდანაა.
სინ-აე მიდის თავის ვაჟთან ჯანთან ერთად მირიანგში, ქალაქში, სადაც მისი გარდაცვლილი ქმარი დაიბადა. როგორც კი ის ცდილობს ჩავიდეს იქ და ახალად დამკვიდრდეს, ახალი ტრაგკული მოვლენები იწყება მის ცხოვრებაში.
იესო ნაზარეთელის უკანასკნელი დღეები. ფილმმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას და გადაღებულია არა სახარების, არამედ ნიკოს კაზანზაკის რომანის, "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" მიხედვით.
ანგელოზები არ ცხოვრობენ სამოთხეში. ისინი უხილავად იმყოფებიან ადამიანების გვერდით, უსმენენ მათ აზრებს და წარმართავენ მათ ქმედებებს, ამხნევებენ და ამშვიდებენ სასოწარკვეთის მომენტებში. მაგრამ მათთვის არ არსებობს ადამიანური გრძნობების სამყარო: შავი ყავის გემო, მოჭრილი თითის ტკივილი თუ სიყვარული. ამიტომ, ზოგიერთ მათგანს ისე ეპყრობა ხალხი, ხანდახან ანგელოზი ფრთებს კარგავს და უბრალო მოკვდავად იქცევა. რა ბედი ეწევა ფილმის გმირს, რომელიც ქალის სიყვარულმა დედამიწაზე წაიყვანა.
1999 წლის 28 დეკემბერს ნიუ-იორკში ახალი ათასწლეულის დადგომისთვის ემზადებიან. მაგრამ სატანა გადაწყვიტავს ქალაქის ზეიმი ჩაშალოს, მამაკაცის სხეულში ჩასახლდება და მის საცოლედ 20 წლის ქრისტინ იორკს აირჩევს. სამყაროს დასასრული ახლოვდება და ერთადერთი იმედი ათეისტი ჯერიჰო ქეინია.